რიკი მარტინი

უცნობი კაცი რიკი მარტინს ადევნებაში ადანაშაულებს, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა

Billboard

უცნობმა კაცმა რიკი მარტინს სასამართლოში უჩივლა. კოსტა-რიკის პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რომელიც მარტინს სავარაუდო მსხვერპლთან მიახლოებას უკრძალავს.

მომჩივანის თქმით მას მომღერალთან რამდენიმე თვის განმავლობაში საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდა(რიკი მარტინი დაქორწინებულია), ორი თვის წინ ურთერთობა დასრულდა, მაგრამ მარტინი ტოქსიკურად იქცევა და მაინც ცდილობს მასთან შეხვედრას. უცნობი კაცი საკუთარ უსაფრთხოებაში არ არის დარწმუნებული და პოლიციას სწორედ ამიტომ მიმართა. 

ბრალდებას მალევე გამოეხმაურნენ მომღერლის ადვოკატები:

"ყველა ბრალდება ფაბრიკაციაა, სიმართლეს ძალიან მალე დავადგენთ და მარტინს სრულად გაამართლებენ".

ცოტა ხნით ადრე მომღერლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ყოფილმა მენეჯერმა, რებეკა დრუკერმა, ქალი მარტინს ტოქსიკურ ქცევაში ადანაშაულებს.

რიკი მარტინი 2017 წლიდან მხატვარ ჯვან იოსეფთან არის დაქორწინებული, მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

კომენტარები