რიკი მარტინი

რიკი მარტინი და მისი ქმარი მეოთხე შვილს ელოდებიან

რიკი მარტინი და ჯეიან იოზეფი

პოპ ვარსკვლავი რიკი მარტინი და მისი ქმარი, ჯეიან იოზეფი მეოთხე შვილს ელოდებიან.

ამის შესახებ რიკი მარტინმა შაბათს, ადამინის უფლებების დაცვის საერთაშორისო საღამოზე ისაუბრა, სადაც მას LGBTQ თემის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის საპატიო ტიტული გადასცეს.

"ჩემი ოჯახი აქ არის. ჯეიან მე შენ ვერ გხედავ, მაგრამ ჩემო ქმარო, მე შენ მიყვარხარ. ჩემი ლამაზი ტყუპები ვალენტინო და მატეო ასევე აქ არიან. მე თქვენ მთელი ჩემი გულით მიყვარხართ - თქვენ ჩემი ძალა ხართ, ყოველდღე შთამაგონებთ, მაძლევთ მოტივიაციას ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ და თქვენ არაჩვეულებრივი ბავშვები ხართ. საოცრებები ხართ", - თქვა რიკი მარტინმა სიტყვის წარმოთქმისას.

ამის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ის და მისი ქმარი მეოთხე შვილს ელოდებიან.

"უნდა გამოვაცხადო, რომ ჩვენ ორსულად ვართ. მიყვარს დიდი ოჯახები!", - თქვა რიკი მარტინმა.

რიკი მარტინსა და ჯეიან იოზეფს სამი შვილი ყავთ, ორი 10 წლის ბიჭი და ერთი 8 თვის გოგო.  

წყვილმა პირველი შვილები, ტყუპები ვალენტინო და მატეო სუროგატი დედის დახმარებით გააჩინეს. მაშინ, რიკი მარტინი ამბობდა, რომ ეს ყველა წესის დაცვის, სააგენტოებისა და ადვოკატების ჩართულობით გააკეთა.

კომენტარები