რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა, თუმცა ყველა რაკეტა გავანეიტრალეთ

ალექსანდრ ლუკაშენკო და ახლოაღმოსავლელი ლტოლვილები პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან
Reuters

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინამ ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა სცადა, თუმცა ბელარუსმა ყველა რაკეტის განეიტრალება შეძლო. ამის შესახებ ლუკაშენკომ სამთავრობო მედიასთან Belta-სთან ისაუბრა. 

"ისინი ცდილობენ გამოგვიწვიონ. სამი დღის წინ, შესაძლოა უფრო ადრეც, უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობა იყო. თუმცა მადლობა ღმერთს, პანცირის საზენიტო სისტემებმა უკრაინიდან გაშვებული ყველა რაკეტის მოგერიება შეძლო". - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს ბრალდების დამასაბუთებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა, აღნიშნა, რომ ბელარუსს ომი არ სურს, თუმცა "საკუთარი ტერიტორიის დასაცავად იბრძოლებს". 

ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა და მოსკოვს უფლება მისცა, გამოეყენებინა მისი ტერიტორია უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის.

კომენტარები