წალენჯიხა

წალენჯიხაში პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე , წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო". – წერია უწყების განცხადებაში.

აქამდე, მედია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წალენჯიხის რაიონში, მაზანდარის დასახლების ტერიტორიაზე პოლიციელმა, სავარაუდოდ, მოქალაქე დაჭრა.

ფორმულას ინფორმაციით, ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი, მას ცეცხლსასროლი იარაღი მიყენებული ჭრილობა აღენიშნება  და ის თვითდინებით ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს.

როგორც ფორმულა წერს, ერთ-ერთი ინფორმაციით შემთხვევაში მონაწილეობდა პოლიციელის ძმაც. მედიასთან ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ გასროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.

უცნობია შემთხვევის დროს ასრულებდა თუ არა სამართალდამცველი სამსახურეობრივ მოვალეობას და იყო თუ არა გასროლილი იარაღი სამსახურის.

კომენტარები