წალენჯიხა

წალენჯიხაში მოტოციკლის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

Tabula

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები