წალენჯიხა

პეპლის საწინააღმდეგო ნივთიერებით მოწამვლა არ დასტურდება

წალენჯიხის რაიონში, პეპლის საწინააღმდეგო ნივთიერებით ადამიანები არ მოწამლულან. როგორც ”ნეტგაზეთს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცნობეს, აღნიშნული ნივთიერება საზიანო არ არის.

”ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ნაჭყებიამ დღეს განაცხადა, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში, როცა ის ხალხს ხვდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათი შეხვედრის ჩაშლის მიზნით, მომწამვლელი გაზი გაუშვეს, რამაც ათი ადამიანი მოწამლა. ზუგდიდისა და წალენჯიხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამერიკული პეპლების საწინააღმდეგო გაზით მოწამვლის შედეგად არავის მიუმართავს.

აღნიშნული აირის შესახებ, ”სურსათის ეროვნული სააგენტოს” საიტზე წერია, რომ - ”ბიოლოგიური წამლობა ეფექტურია და უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, ფუტკრებისთვის და ზოგადად, გარემოსთვის”. ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო პრეპარატის გაფრქვევა აგვისტოს დასაწყისში დაიწყო.

კომენტარები