ქართული ოცნება

კობახიძე: ოპოზიციამ, მედიამ, NGO-ებმა 6 თვე თავი შეიკავონ ჩვენი ლეგიტიმაციის არაღიარებისგან

ევროკომისიის დათქმების პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწროპოლიტიკური დატვირთვა აქვს.

ამ მოცემულობის შესაცვლელად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას მოცემული თვალსაზრისით, ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმ რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული.

ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს პარტია ევროკომისიის პირობების შესრულებას. 

კომენტარები