თავდასხმა ვატო წერეთელზე

ვოლსკი: რას შეეძლო მეოჯახე, გაწონასწორებული ოხანაშვილი წყობიდან გამოეყვანა, გასაგებია

რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! 

ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - "კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე" - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი Facebook-ზე. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები