რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ჯონსონი: თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა ზმეინიზე

ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის კუნძული ზმეინის დატოვებას გამოეხმაურა.

"თუ გსურდათ მტკიცებულება სირთულის დაძლევისა და რუსების მოგერიების უკრაინელების გასაოცარ უნარზე, ნახეთ, რა მოხდა დღეს კუნძულ ზმეინიზე, სადაც რუსებს მიწის დათმობა მოუწიათ... საბოლოო ჯამში, დამტკიცდება, რომ პუტინისთვის შეუძლებელი იქნება, დაიკავოს ქვეყანა, რომელიც მის მმართველობას არ იღებს". – თქვა ჯონსონმა.

30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე დავალებები შეასრულეს და "კეთილი ნების გამოხატვის სახით" კუნძულს ტოვებენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კიევს არ მისცემენ საშუალებას, "დაიწყონ სპეკულაცია მარცვლეულობის გატანის შეუძლებლობაზე".

უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამეს კუნძულ ზმეინიზე ინტენსიური იერიშები ხორციელდებოდა, რის შემდეგაც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ნაწილები გაიყვანეს.

კომენტარები