საქართველო-აშშ

დეგნანი: EU-ს კანდიდატობის მისაღებად საჭირო რეფორმები NATO-ში გაწევრიანებასაც შეუწყობს ხელს

საქართველო ნატოს ძალიან მჭიდრო პარტნიორია და ეს ნაჩვენებია იმ მაღალი დონის დელეგაციით, რომელიც მადრიდის სამიტს დაესწრო. ეს სამიტი იყო დემონსტრირება, რამდენად ძლიერია NATO-ს ალიანსის ერთიანობა უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ. ეს იყო ხელახალი დადასტურება NATO-ს ალიანსის არსის, რომელიც არის თავდაცვითი ალიანსი და მისი მიზანი ევროპასა და მას მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაა. ვფიქრობ, ეს სამიტი ასევე იყო ხელსაყრელი შესაძლებლობა საქართველოსთვის გაერთიანდეს იმ ნაბიჯების გარშემო, რაც მან უნდა გადადგას, მათგან ბევრი იგივე რეფორმებია, რისკენაც საქართველოს მოუწოდებენ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ, ის საქმე, რაც გაკეთდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წასახალისებლად ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს, რადგან ეს ზუსტად იგივე ტიპის პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმებია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, NATO პოლიტიკურ-სამხედრო ორგანიზაციაა, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური სტანდარტები, რისი დაკმაყოფილებაცაა საჭირო. აშშ და მოკავშირეები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს გაწევრიანების პროცესში პროგრესის მისაღწევად.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

კომენტარები