Wizz Air

Wizz Air ქუთაისიდან პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირ რეისებს აბრუნებს

Wizz Air

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს.

ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 1 აგვისტოდან კვირაში ორჯერ, ხოლო პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთხელ შესრულდება.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ასევე, ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

კომენტარები