ქართული ოცნება

ბოკერია დეპუტატებზე: პოლიტიკური არარაობების მაიმუნობა სერიოზულად არავინ უნდა განიხილოს

ევროპული საქართველო

„ეს ყველაფერი არის ივანიშვილის მორევი თავისი გაუგებარი დეტალებითა და ურთიერთგამომრიცხავი ბოდვებით". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ივანიშვილის დეპუტატების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის ქართული ოცნებიდან წასვლას. 

ბოკერიას სიტყვებით, "ჭაობის დეტალებს" ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ქვეყნის მომავლის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების გზიდან "ეს მორევი ივანიშვილის მეთაურობით მთლიანად უნდა ჩამოვიცილოთ". 

"არ უნდა მოტყუვდეს არავინ, რომ სერიოზულად განიხილოს ასეთი პოლიტიკური არარაობების რაღაც მაიმუნობა". - ამბობს გიგა ბოკერია. 

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა გუშინ, 28 ივნისს დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან. 

დთეს, 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილის დეპუტატები პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.   

კომენტარები