რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ოკუპანტები ლისიჩანსკში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიღწევას განაგრძობენ

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ ლისიჩანსკში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიღწევას განაგრძობენ, რათა შემოსაზღვრონ ქალაქი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 25 ივნისიდან ოკუპანტები კიდევ 2 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად, ქალაქის სამხრეთით.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ 2022 წლის 27 ივნისს სარაკეტო თავდასხმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე გამიზნული იყო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
რუსეთის მიერ უფრო თანამედროვე და ზუსტი იარაღის დეფიციტი, დიდი ალბათობით, სამოქალაქო პირების მსხვერპლს გამოიწვევს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები