"გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი". - მიმართავს საქართველოში აშშ-ს საელჩო LGBTQ+ საზოგადოებას.
"ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ". - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში PRIDE-ის კვირეული გუშინ, 28 ივნისს დაიწყო. TBILISI PRODE-ის ცნობით, ყველა დაგეგმილი ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში. მიუხედავად ამისა, პუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფებისგან LGBTQ+ საზოგადოების მიმართ მუქარა არ წყდება. 26 ივნისს TBILISI PRIDE-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.