ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობისთვის ახლა დადგა მომენტი, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის საბჭო გასცა. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უფრო მკაფიოდ ვერ იტყვი. ეს არის ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაში, იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან პირდაპირი პასუხი ევროკავშირის მხრიდან. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს, მიესალმოს მას ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს ჭირდება ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. არც ერთი ეს რეფორმა არ არის ახალი. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და პროგრესს განიცდიდა. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნის ირგვლივ. იმედი მაქვს, მომავლ თვეებში ამას ვნახავთ
საქართველო-აშშ
დეგნანი: დადგა მომენტი მთავრობისთვის, იმუშაოს ყველასთან, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად
tbl.ge/626i
დაკოპირდა

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
აშშაშშ-ს საელჩო საქართველოშიკელი დეგნანისაქართველო-აშშევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიევროკავშირის საბჭოევროკომისიის რეკომენდაციები
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




