პუტინის რუსეთი

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავეს

BBC

მოსკოვში პოლიციამ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავა. ინფორმაციას იაშინის მეგობარი, ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ავრცელებს. 

"ხამოვნიკის პარკში ვსეირნობდი, მეგობარ ილია იაშინთან ერთად, მოვიდნენ პოლიციელები და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს". – წერს ბაბლოიანი.

იაშინი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც ქვეყანაში რჩება და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ღიად გმობს. მაისში იაშინის წინააღმდეგ შეადგინეს ოთხი ოქმი, პოლიტიკოსს "რუსული არმიის დისკრედიტაცია" ედებოდა ბრალად. მოგვიანებით ოპოზიციონერი 90 000 რუბლით დააჯარიმეს.

"როგორც ვხვდები დიდი ჯარიმა და სამომავლოდ პატიმრობაც მემუქრება. გაქცევას და დამალვას არ ვაპირებ, ჩემს სიტყვებზე უარს არ ვიტყვი". – ამ კომენტარით გამოეხმაურა იაშინი ოქმს.

იაშინი 2000 წელს, 17 წლის ასაკში დემოკრატიულ-ლიბერალური ოპოზიციური პარტიის, Яблоко-ს წევრი გახდა. 2003 წელს გახდა მოსკოვის პარტიული განყოფილების საბჭოს წევრი. 2005 წელს გახდა ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე. 2008 წელს დატოვა იაბლოკო და შეუერთდა გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას Солидарность, რომლის გარი კასპაროვმა, ბორის ნემცოვმა და სხვა ცნობილმა ოპოზიციონერებმა დააფუძნეს. 2010 წელს გახდა პარტია ПАРНАС-ის წევრი.

კომენტარები