რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინის სამხედრო ძალები ლისიჩანსკში პოზიციების გამყარებას განაგრძობენ

უკრაინელი მებრძოლები ლუგანსკში, 23 ივნისი
Anatolii Stepanov/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალები ლისიჩანსკში პოზიციების გამყარებას განაგრძობენ.

"24-26 ივნისს რუსეთის სამხედრო ძალებმა დიდი რადიუსის მქონე რაკეტების გამოყენება დაიწყეს. ეს იარაღი, დიდი ალბათობით, მოიცავდა საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN-სა და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK-ის რაკეტებს, რომლებიც ისროლეს როგორც ბელარუსის, ასევე რუსეთის საჰაერო სივრციდან.

ეს იარაღი შექმნილია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ასაღებად, მაგრამ რუსეთი აგრძელებს მათ დიდი რაოდენობით გამოყენებას ტაქტიკური უპირატესობის მისაღწევად.
ამასთან ერთად, ოკუპანტებმა ექვსი ქვედანაყოფი განათავსეს, თუმცა სევეროდონეცკში მხოლოდ მცირე წინსვლას მიაღწიეს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები