ერთიანი ეროვნული გამოცდები

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება – განრიგი

თბილისის მერიის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. 

"N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით  გადაადგილება შესაძლებელი იქნება   მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ ვარკეთილიდან. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ სამგორის ზედა გასასვლელიდან". - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

კალაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი 10 აგვისტომდე იმოძრავებს.  

კომენტარები