რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა 8 ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა რვა ბერძენი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის დასატოვებლად რვა დღე მისცა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ გაწვევის მიზეზია "რუსეთის მიმართ საბერძნეთის ხელისუფლების კონფრონტაციული კურსი, მათ შორის კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება". უწყებამ, ასევე, დამატებით განმარტა, რომ დიპლომატების გაძევება საპასუხო მოქმედებაა საბერძნეთის მხრიდან რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე. 

საბერძნეთი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ამასთანავე, გუშინ, 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეები ვიზაზე განაცხადის შეტანას ვეღარ შეძლებენ.  

კომენტარები