რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარცვლეულის ექსპორტისთვის რკინგზის აღსადგენად ბრიტანეთი უკრაინას £10 მილიონს მისცემს

Ukrainian Railways/Telegram

დიდი ბრიტანეთი უკრაინის რკინიგზის აღსადგენად 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს, რათა უკრაინამ შავ ზღვაში ვლადიმირ პუტინის ბლოკადის გამო დარჩენილი მარცვლეულის ექსპორტი შეძლოს.

გაერო გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას თურქეთისა და რუსეთისთვის მოლაპარაკებების მოწოდებით ცდილობს, რათა ქვეყნები სასაზღვრო გზის უსაფრთხო დერეფანზე შეთანხმდნენ. თუმცა ჯონსონი ამის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სანქციების შემსუბუქებისთვის გამოიყენებს. 

ბორის ჯონსონის თქმით, გაეროს გეგმა საკმარისი არაა და დროა, მოკავშირეებმა გეგმა B განიხილონ და განაახლონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

"მსოფლიო ლიდერები უნდა გაერთიანდნენ და საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა გამოიყენონ, რათა უკრაინას დაეხმარონ და გაადვილონ ცხოვრება ოჯახებისთვის მთელ მსოფლიოში - არაფერი არ უნდა იყოს განხილვის მიღმა". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა. 

ომის გამო დაახლოებით 25 მილიონი ტონა სიმინდისა და ხორბლის ექსპორტი ვერ ხერხდება:  უკრაინული მარცვლეული გაფუჭების საფრთხის ქვეშაა. გარდა იმისა, რომ რუსეთი შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტს ბლოკავს, ამასთანავე, ოკუპანტების თავდასხმების გამო ფერხდება მარცვლეულის რკინიგზით ექსპორტი.

უკრაინამ რკინიგზით ექსპორტის რაოდენობა მაისის დასაწყისში დაახლოებით 760 000 მეტრული ტონით გაზარდა, მაგრამ ეს კვლავ მცირე ნაწილია იმისა, რაც ტრადიციულად შავი ზღვის გავლით იგზავნებოდა.

კომენტარები