რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

New York Times: უკრაინაში აშშ-ს CIA და NATO-ს ქვეყნების კომანდოები მუშაობენ

უკრაინელი სამხედროები ნოვოპილში. 2022 წლის მაისი.
Ivor Prickett

გაზეთი New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის საააგენტოს (CIA) წარმომადგენლები და NATO-ს ქვეყნების კომანდოები მუშაობენ. გამოცემა ინფორმაციას აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც NY Times-ი წერს, ჯაშუშებისა და კომანდოების საიდუმლო ქსელი უკრაინელებს ეხმარებიან დასავლეთიდან გამოგზავნილი იარაღის უსაფრთხოდ მიწოდებაში, ასევე აძლევენ სადაზვერვო ინფორმაციას და უტარებენ წვრთნებს. 

ამ სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკრაინის საზღვრებს გარეთ ხდება. თუმცა, CIA-ის ზოგიერთი თანამშრომელი ქვეყანაში საიდუმლოდ მოქმედებას აგრძელებს, ძირითადად დედაქალაქ კიევში. ისინი ხელმძღვანელობენ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელსაც აშშ-ს პარტნიორ ქვეყანას უზიარებს. ამის შესახებ NY Times-თან ამჟამინდელმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად ისაუბრეს.

როგორც გამოცემა წერს, "სანამ აშშ-ს მთავრობა არ აღიარებს, რომ CIA უკრაინაში, ან სხვა რომელიმე ქვეყანაში მუშაობს, მათი ოფიცრების ყოფნა კარგადაა გააზრებული რუსეთისა და მსოფლიოს სხვა სადაზვერვო სამსახურების მიერ".

თუმცა, როგორც NY Times-ი წერს, მათთან ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ სააგენტო დახელოვნებულია კონტრტერორიზმსა და ამბოხების საწინააღმდეგო მოქმედებებში.. რაც ამჟამად უკრაინელებს სჭირდებათ, კლასიკური სამხედრო ვარჯიშია, როგორ უნდა გამოიყენონ სარაკეტო არტილერია, როგორიცაა HIMARS-ი და სხვა სპეციფიკური იარაღები, როგორც თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ და CIA-ის ყოფილმა თანამშრომელმა, დუგლას ჰ. ვაისმა აღნიშნა.

პარალელურად, NY Times-ის ინფორმაციით, ათეულობით კომანდო NATO-ს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან და ლიტვიდან, ასევე მუშაობენ უკრაინაში. აშშ-მ ომის დაწყებამდე უკრაინიდან 150 სამხედრო ინსტრუქტორი გამოიყვანა, თუმცა ამ ქვეყნების წარმომადგენელი კომანდოებიდან ზოგიერთი უკრაინაში დარჩა, ზოგი კი ქვეყანას ტოვებდა და ბრუნდებოდა. ამის შემდეგ, ისინი წვრთნიდნენ უკრაინელებს, არჩევდნენ მათ რჩევებს, უზრუნველყოფდნენ დასავლური შეიარაღების მიწოდებასა და უწევდნენ სხვაგვარ დახმარებასაც, როგორც ეს აშშ-ს მაღალჩინოსნებმა თქვეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არმიის სპეციალური ძალების მე-10 ჯგუფმა, რომელიც უკრაინელ კომანდოებს წვრთნიდა, დაარსეს დაგეგმარების ქსელი გერმანიაში, რათა უკრაინას სამხედრო დამხარების კოორდინაცია გაუწიონ. ქსელში ამჟამად 20 ქეყანაა ჩართული.

ამ ქსელთან დაკავშირებით გასულ თვეში საუბრობდა აშშ-ს არმიის მდივანი, კრისტინ ვორმუთი. მისი თქმით, აშშ უკრაინელებს დასავლეთიდან მიწოდებული იარაღის გადაზიდვაში კოორდინაციას უწევდა, რათა ის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ გაენადგურებინათ. 

ქსელი, რომელიც დაფუძნებულია ავღანეთში გამოყენებულ სტრუქტურაზე, არის პენტაგონის ევროპის სარდლობის ოპერაციული და სადაზვერვო კოორდინაციის უფრო ფართო ქსელებსი ნაწილი და მათი მიზანია დააჩქარონ მოკავშირეების დახმარება უკრაინელი სამხედროებისთვის. მაგალითად, გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე აშშ-ს საჰაერო ძალებისა და საჰაერო ეროვნული გვარდიის ჯგუფი, სახელად რუხი მგლები უზრუნველყოფენ უკრაინის საჰაერო ძალების დახმარებას, მათ შორის ტაქტიკასა და ტექნიკებზე.

კომანდოები უკრაინაში ბრძოლის წინა ხაზზე არ არიან. ისინი რჩევებს ქვეყნის სხვა ნაწილებში მყოფი შტაბ-ბინებიდან იძლევიან, ან შორი მანძილიდან დაშიფრული კომუნიკაციის გზებს მიმართავენ, როგორც ამას გამოცემასთან ამერიკელი და დასავლელი მაღალჩინოსნები ამბობენ.

კომენტარები