დიდი შვიდეულის სამიტი

ბაიდენმა შოლცს უკრაინის კრიზისის მართვაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა

REUTERS/Leonhard Foeger/Pool

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინის კრიზისზე რეაგირების ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა. ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს G7-ის სამდღიანი სამიტის დაწყების წინ შეხვდნენ.

"მინდა შევაქო თქვენი საქმიანობა მას შემდეგ, რაც კანცლერი გახდით. პუტინი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ NATO და G7 როგორმე დაიშლებოდა, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით და არც ვაპირებთ". - თქვა ბაიდენმა.

უკრაინის ომის ფონზე, სამდღიანი სამიტი გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარეობს.  სავარაუდოა, რომ სამიტის მთავარი გზავნილი უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის ზრდა იქნება. თუმცა დიდი შვიდეულის ქვეყნებს, ასევე, სურთ თავიდან აირიდონ ის სანქციები, რომლებიც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელსა და სურსათის ფასების ზრდას გამოიწვევენ.

კომენტარები