რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს – 9-სართულიანი კორპუსიდან მაშველები ხალხის გამოყვანას ცდილობენ

კიევი 
UNIAN

რუსმა ოკუპანტებმა კიევს ისევ რაკეტები ესროლეს. დაზიანდა 9 სართულიანი კორპუსი, სადაც მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

საგანგებო სამსახურის ცნობით, ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმეს ამოყვანა. მათ შორის 6 წლის ბავშვია, ახლა მისი დედის ამოყვანას ცდილობენ. 

ადგილზე კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც მივიდა. მისი თქმით, 2 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. მოსახლეობა ევაკუირებულია და სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

კომენტარები