საქართველო-აშშ

"ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს დასავლურ მისწრაფებებს" – ელჩმა ბაიდენს რწმუნებათა სიგელი გადასცა

David Zalkaliani / Facebook

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ელჩის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დასავლურ მისწრაფებებს.

"რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა ელჩსა და პრეზიდენტს შორის. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში". – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

დავით ზალკალიანის განცხადებით,  მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარები