რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად დაიკავეს

სევეროდონეცკი, 17 ივნისი
REUTERS/Oleksandr Ratushniak

რუსულმა სამხედრო ძალებმა სრულად დაიკავეს და კონტროლი დაამყარეს ქალაქ სევეროდონეცკზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვით პოზიციებზე უკან დაიხიეს. ინფორმაციას სვეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტრიუკი ავრცელებს.

სტრიუკის თქმით, ქალაქი იმდენად დანგრეულია, რომ იქ დარჩენილ მოსახლეობას გამკლავება გაუჭირდება. მისივე ცნობით, სვეროდონეცკში დარჩენილ ადამიანებს ქალაქის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით შეუძლიათ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის დატოვების ბრძანება 24 ივნისს მიიღეს.

სევეროდონეცკში რამდენიმე კვირაა აქტიური ბრძოლები მიმდინარებს. ქალაქის ნაწილებზე უკრაინელებისა და რუსების კონტროლი რეგულარულად იცვლებოდა. კვირების განმავლობაში რუსული სამხედრო ძალები უკვე აკონტროლებენ სევერედონეცკის უმეტეს ნაწილს, თუმცა არა მთელ ქალაქს.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში განადგურებულია სოციალური ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების 90%. 

კომენტარები