საქართველო-ევროკავშირი

სარჯველაძე: მოთხოვნაა, მაქარაშვილი, ლომჯარია, სხვები გახდნენ მინისტრები – ესაა გამოსავალი?!

20 ივნისსაც, 24 ივნისსაც იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად, კეთილსინდისიერად სჯერათ, რომ მათი ვალია, გამოხატონ პოზიცია – საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩემი პატივისცემა თითოეული ასეთი ადამიანის გამოხატვას, ვინც ამას გულწრფელად და კეთილსინდისიერად ახორციელებს. მაგრამ, რასაკვირველია, იგივე არ ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფრის გამოყენებას მერკანტილური მოტივებით ცდილობს.

მაქარაშვილი და ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები – ამაზეა საუბარი. გავიგე, ეს არის მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები, პრემიერმინისტრები და ასე შემდეგ. მათ უნდათ, შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზეა საუბარი. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?! ვისაც ასე სურს, ასე იფიქროს!

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე 24 ივნისის აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ მოთხოვნებს: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

კომენტარები