საქართველო-ევროკავშირი

ქადაგიშვილი: აბსურდული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, მთავრობის მეტი ლიდერობის დროა

ის, რაც აქციაზე იქნა გაჟღერებული, არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რა სულისკვეთებაც დღეს უკვე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით არის საქართველოს მიმართებაში. 

არანაირი აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. პირიქით, ახლა არის უფრო მეტი კონსოლიდაციის დრო და განსაკუთრებით უფრო მეტი ლიდერობის დრო, განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი. გუშინ, 25 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები გამოაცხადა - აქტივისტები პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და "ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნას" ითხოვენ

კომენტარები