რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: უკრაინის მიტოვება რომ მომიხდეს, ჩავთვლიდი, რომ დავმარცხდი და გადავდგებოდი

Chris J. Ratcliffe/Bloomberg/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას უკრაინის მიტოვება სიტუაციის გართულების, ან ფინანსური ხარჯების გამო მოუწევს, იგი გადადგება. 

კითხვაზე, არის თუ არა რაიმე გარემოება, რის გამოც იგი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის თანამდებობას დატოვებდა, ჯონსონი პასუხობს:

"უკრაინის მიტოვება იმის გამო რომ მომიხდეს, რომ სიტუაცია გართულდა, ან ინფლაციისა და ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, ძალიან გაიზარდა ამ ხალხის მხარდაჭერის ღირებულება, მე ჩავთვლიდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან დავაში დავმარცხდი და წავიდოდი. თუმცა, ამგვარ ვითარებას ვერ ვხედავ". - თქვა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში.

კომენტარები