ევროპის ენერგომომარაგება

ნორვეგიიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება გაიზრდება

European Union/Lukasz Kobus

ნორვეგიიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდება გაიზრდება. ენერგეტიკის სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობაზე ევროკომისია ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტროს შეუთანხმდა. შესაბამის განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომლობა "გაზრდის ევროპის გამძლეობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარყოფითი შედეგების მიმართ". რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ნორვეგიაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მნიშვნელობა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უფრო მეტად გაიზარდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნორვეგია ევროპაში ნავთობისა და გაზის უდიდესი მწარმოებელია და ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. კერძოდ, ნორვეგია ევროკავშირის ქვეყნების გაზმოხმარების 1/4-ს ფარავს.

ამასთან, ხაზგასმულია ისიც, რომ ევროკავშირის ენერგობაზარი ნორვეგიული გაზისა და ნავთობის სექტორისთვის მთავარი საექსპორტო სივრცეა და ასევე არსებობს პოტენციალი, ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის მომავალში, განახლებად ენერგიასა და წყალბადის საკითხზე თანამშრომლობისთვის.

შეთანხმების შედეგად, წლის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნები ნორვეგიიდან დაახლოებით საათში 100 ტერავატი დამატებითი ენერგიის მიღებას შეძლებენ.

კომენტარები