რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს

Ben Stansall/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი G7-სა და NATO-ს მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ არ წაახალისონ უკრაინა მისთვის არახელსაყრელ პირობებზე დათანხმებით განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ომს განზრახ აჭიანურებს.

ჯონსონი ამბობს, რომ ამჟამად მსოფლიოში უკრაინის საკითხით გადაღლილობა იგრძნობა და სწორედ ამის გამო, პრემიერმინისტრმა ევროპელ ლიდერებს "უკრაინელების სტრატეგიული ამტანობის" გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"ჩემი მთავარი გზავნილი დიდ შვიდეულისა და განსაკუთრებით NATO-სთვის გახლავთ ის, რომ ახლა არ არის დანებებისა და წახალისების დრო - უკრაინელები არ უნდა დაკმაყოფილდნენ ცუდი მშვიდობით. იმ მშვიდობით, რომლისთვისაც მათ საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევთ, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ". - თქვა ჯონსონმა. 

ჯონსონმა აღნიშნა, რომ ასეთი სცენარი "კატასტროფა" იქნება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გაამხნევებს და მსოფლიოს ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს.

კომენტარები