საქართველო-ევროკავშირი

ღარიბაშვილი: მზად ვართ, რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ევროკავშირის ყველა პირობა

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს. ჩვენ გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტებებს შევასრულებთ, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მთავრობა მობილიზებულია იმისთვის, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რათა რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 23 ივნისს ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა.

კომენტარები