რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 23 ივნისის ანგარიში

Alexander Ermochenko/Reuters

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბელარუსში, უკრაინის მოსაზღვრე გომელის ოლქში სამხედრო კომისრების სამობილიზაციო სწავლებები დაიწყო. სწავლებები 22 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ეს სწავლებები ყოველწლიურია, თუმცა შარშან ვარჯიშები ჩატარდა მოგილიოვის ოლქში, რომელიც უკრაინას არ ესაზღვრება.კომისარიატების წვრთნებში ჩაერთვებიან ბელარუსის სპეციალური დანიშნულების ძალებიც, რათა "ღეალობასთან მიახლოებული გარემო" შეიქმნას. 

რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმებს აჩქარებს. რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, საშა კოტსმა რუკის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სქემას ომის შემდეგ. შემოთავაზებული სქემა უკრაინის ოლქებს რუსეთის ტერიტორიულ ოლქებად ყოფს.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

  • ბელარუსის ძალები უკრაინის საზღვრის გასწვრივ სამობილიზაციო წვრთნებს ატარებენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერთონ უკრაინაში ომში მათი დაბალი შესაძლებლობებისა და რუსეთის სახელით სამხედრო ჩართულობის უარყოფითი შედეგების გამო.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, მიაღწიეს ლისიჩანსკის სამხრეთ გარეუბანს და აძლიერებენ თავიანთ დაჯგუფებას სევეროდონეცკის გარშემო, რათა დაასრულონ როგორც სევეროდონეცკის, ასევე ლისიჩანსკის დაკავების პროცესი.
  • რუსულმა ძალებმა წამოიწყეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სლოვიანსკის ჩრდილოეთით და, სავარაუდოდ, ქმნიან პირობებს სივერსკზე და ჩრდილო-დასავლეთ უკრაინის GLOC-ზე ლისიჩანსკზე თავდასხმისთვის.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში სახმელეთო თავდასხმების წარმოება განაგრძეს და ააფეთქეს ხიდები, რომლებიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს აკავშირებს.
  • ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები