რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის საჰაერო ძალები პერსონალის ნაკლებობას განიცდიან

რუსი ოკუპანტები

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 17 ივნისს უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის Su-25 FROGFOOT-ის პილოტი მალევე დააკავეს.

"მფრინავმა აღიარა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი იყო, რომელიც ვაგნერის სამხედრო მეთაურად დასაქმდა და ომის დროს რამდენიმე მისიას ასრულებდა.პენსიაზე გასული პერსონალის გამოყენება, რომლებიც ამჟამად ვაგნერის ჯგუფის წევრები არიან, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის საჰაერო ძალებს საკმარისი ოდენობის სამხედრო პირი არ ჰყავს, რაც მათ მოქმედების ეფექტურობას ამცირებს. 
გავრცელებული ინფორმაციით, მისიის შესრულებისას რუსი პილოტი, იყენებდა კომერციულ GPS მოწყობილობებს, რუსული სამხედრო სანავიგაციო აღჭურვილობის ნაცვლად. ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ვაგნერის თვითმფრინავები Su-25-ის ძველი მოდელებია და რუსეთის საჰაერო ძალები მათ უახლესს აღჭურვილობას არ აწვდიან". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები