რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: რესურსების ამოწურვის გამო, უახლოეს თვეებში, უკრაინაში რუსეთის შეტევა შენელდება

Ben Stansall/AFP/Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, დაზვერვის მონაცემებით, რესურსების ამოწურვის გამო, უახლოეს თვეებში, უკრაინაში რუსეთის შეტევა შენელდება.

ჯონსონის თქმით, ოკუპანტები წინ მიიწევენ დონბასში, ანადგურებენ უკრაინულ დასახლებებს, თუმცა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.

"ჩვენი სამხედრო დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი იქამდე მივა, რომ წინსვლა აღარ ექნება, რადგან მან თავისი რესურსები ამოწურა". - ამბობს ჯონსონი.

მისივე თქმით, ეს სწორედ ის მომენტია, რა დროსაც უკრაინას საომარი მოქმედებების შემობრუნებაში პარტნიორები უნდა დაეხმარონ.

"ამაზე დიდი შვიდეულის სამიტზ ვიკამათებ. უკრაინელებს კონტრშეტევის წამოწყება შეუძლიათ, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა იმ ტექნიკით, რომლსაც ჩვენგან ითხოვენ". - თქვა ჯონსონმა.

კითხვაზე, თუ როგორი იქნება უკრაინისთვის გამარჯვება და პუტინისთვის მარცხი, ჯონსომა უპასუხა, რომ გამარჯვება 24 თებერვლამდე არსებული სტატუს ქვოს აღდგენა იქნება.

"ჩვენ, სულ მცირე, უნდა აღვადგინოთ 24 თებერვლამდე არსებული სტატუს ქვო და რუსული ჯარები განვდევნოთ იმ ტერიტორიიდან, რომელზეც ისინი შეიჭრნენ". - თქვა ჯონსონმა.

კომენტარები