ევროკავშირი-საქართველო

ევროპული პარლამენტი: მიენიჭოს საქართველოს სტატუსი, როცა მთავრობა პრიორიტეტებს შეასრულებს

ტაბულა

ევროპული პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას ემხრობა, მხარს უჭერს საქართველოსთვის სტატუსის გადაცემას მას შემდეგ, რაც მთავრობა ევროკომისიის მიერ შედგენილ პრიორიტეტებს დააკმაყოფილებს.

"[რეზოლუცია] მოუწოდებს [ევროკავშირის წევრი] სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც ევროპულ საბჭოს 2022 წლის 23-24 ივნისს შეხვდებიან, მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას დაუყოვნებლივ, და იგივე სტატუსი მიანიჭონ საქართველოს მაშინ, როცა მისი მთავრობა შეასრულებს ევროპულუ კომისიის მოსაზრებაში მითითებულ პრიორიტეტებს". – წერია რეზოლუციაში. 

ევროპული პარლამენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მთავრობებს მოუწოდებს, რომ "ერთხმად გამოხატონ პოლიტიკური მონდომება, რათა ხორცი შეასხან საკუთარი ხალხის ევროპულ ამბიციებს", დააჩქარონ რეფორმები ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

კომენტარები