აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადადგათ დეპოლარიზაციისკენ რა გავაკეთოთ, ვის შევჩივლოთ, აკერმანი მკვდარია, თქვენი ტრენერი. ცხონებულის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, ფული გადაუხადეს და გატრენინგებდათ წალეკვაში, რაც 20 ივნისს დააანონსა თქვენი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მაგრამ თქვენ რომ მონაწილეობდით ამ გეგმის შედგენაში, ქვეყნის წალეკვის გეგმის შედგენაში, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა თავისი კუთვნილი პარტიებით, ტელევიზიებით და არასამთავრობოებით.
tbl.ge/61xw
დაკოპირდა

ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური მოხსენების შემდეგ. არაძალადობრივი კონფლიქტის საერთაშორისო ცენტრის დამფურძნებელი და გლობალური სამოქალაქო მოძრაობების ლიდერი, პიტერ აკერმანი 26 აპრილს, 75 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




