საქართველო-ევროკავშირი

ლეიენი საქართველოზე: კანდიდატის სტატუსამდე შევაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს

თავისი აპლიკაციებით უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გვეუბნებიან, რომ მათ უნდათ ცვლილება, მათ უნდათ მეტი დემოკრატია, მათ უნდათ მეტი თავისუფლება, უფრო ძლიერი რეფორმები, ისინი გვეუნებიან, რომ მათ უნდათ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ წინაშე, თუმცა ასევე საკუთარი თავის წინაშე, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებებს, როგორც უკრაინა და მოლდოვა. მის აპლიკაციას აქვს ძალა. უფრო კონკრეტულად, მისი ეკონომიკის საბაზრო კურსი, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, მან უნდა დასახოს სწორი გზა სტურუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც შესაბამის რეფორმებს მოიცავს, აერთიანებს საზოგადოებას და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, რომ მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ სანამ საქართველოს კანდიდატის სტატუს მიანიჭებს შეაფასოს, თუ როგორ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.

თუ რამდენად წინ წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, პრიველ რიგში, დამოკიდებულია მათ ქმედებებსა და პროგრესზე, მაგრამ ჩვენ როგორ ვუპასუხებთ მათ პროგრესს, ეს უკვე ჩვენი და მხოლოდ ჩვენი არჩევანია.

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე.

კომენტარები