ჩვენ გვინდა ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების [ოპოზიციის] პირობებში, მე მართლაც ვერ წარმომიდგენია. როგორ წარმოგიდგენიათ... გამოვედი, არაფერი მითქვამს საერთოდ, მთელი ხალხი გვიყურებს, გვისმენს. არაფერი მითქვამს, სიტყვა არ მითქვამს, დავიწყე საუბარი, საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული, მართლაც ასეა, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ იმისთვის, რათა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი. ამაზე დაიწყეს შეურაცხყოფები, ლანძღვა და ასე შემდეგ, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩემგან 10-ჯერ მეტი მიიღეს და ასე იქნება ყოველთვის. იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება, ასევე ათმაგად დაგიბრუნებთ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ყველას. ასე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო.
tbl.ge/61wz
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




