საქართველო-ევროკავშირი

კალაძე სტატუსზე: ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო

პირადად მე, ველოდებოდი იმას, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და ამასაც, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ახსნა. საზოგადოებას ყველაფერი უნდა ვუთხრათ, არაფერი აქ დასმალი არ არის, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული მაშინ, როდესაც საუბარი იყო 3 ქვეყანაზე - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. სამივე ქვეყანას, ფაქტობრივად, ერთნაირი დათქმები აქვს - რაღაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშავონ და ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა და ვიცით, ეს ყველაფერი რატომ მოხდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რაც არის წინასწარი დათქმები, ყველაფერი უნდა იქნეს შესრულებული და როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში, იგივე ვიზალიბერალიზაცია, ყველაფერს, რა თქმა უნდა, მივიყვანთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, მივიღებთ სტატუსს. 

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე. პირდაპირი განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 30 წელია, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. 

კომენტარები