ჰოლივუდი

BACK TO THE FUTURE-ის მსახიობ მაიკლ ჯეი ფოქსს საპატიო ოსკარი გადაეცემა

El Bocon

ამერიკის კინოაკადემიამ კინოს სფეროს ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც 2023 წელს საპატიო ოსკარს მიიღებენ. მათ შორის არის 80-იანი წლების ვარსკვლავი, Back to the Future-ში მარტი მაკფლაის როლის შემსრულებელი მაიკლ ჯეი ფოქსი.

ფოქსის სამსახიობო კარიერა 1978 წელს დაიწყო. თამაშობდა მეორეხარისხოვან როლებს ფილმებსა და სერიალებში. საერთაშორისო პოპულარობა რობერტ ზემეკისის მიერ 1985 წელს გადაღებულმა სამეცნიერო-ფანტასტიკურმა ბლოკბასტერმა, Back to the Future-მა მოუტანა. მსახიობმა 1989 და 1990 წლებში გამოსულ გაგრძელებებშიც მიიღო მონაწილეობა.

1991 წელს ფოქსს პარკინსონის დაავადების პირველი ნიშნები გამოუვლინდა. წლიდან წლამდე მსახიობს სულ უფრო უჭირდა გადასაღებ მოედანზე მუშაობა. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ის კინოში მხოლოდ პერიოდულად, მცირე როლებს ასრულებდა. 1998 წელს ფოქსმა პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის ფონდი დაარსა. მსახიობი ე.წ. "ჰუმანიტარულ ოსკარს" მიიღებს, რომელსაც ქველმოქმედებით გამორჩეულ კინოში მოღვაწე ადამიანებს აჯილდოებენ.

ფოქსის გარდა საპატიო ოსკარები გადაეცემათ რეჟისორებს პიტერ უირს, ეუჟან პელსის, ასევე 13 ოსკარის ნომინაციის მფლობელ კინოკომპოზიტორს, დაიან უორენს.

კომენტარები