რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: დონეცკში 2128 ოკუპანტი მოკვდა, ხოლო 8897 დაიჭრა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მძიმე დაბომბვები გრძელდება მას შემდეგ, რაც რუსეთი ცდილობს სევეროდონეცკის ტერიტორიის შეზღუდვას ჩრდილოეთით იზიუმის და სამხრეთით პოპასნაიას გავლით. სავარაუდოდ, ოკუპანტები დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განლაგებისთვის ემზადებიან.

"რუსეთის ხელისუფლებას 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცთა საერთო რაოდენობას არ აქვეყნებს. თუმცა, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (DPR) აქვეყნებს სამხედრო ძალების დაღუპულთა მონაცემებს. 16 ივნისის მდგომარეობით, ინფორმაციით, 2022 წლიდან მოყოლებული 2128 სამხედრო პირი მოკვდა, ხოლო 8897 დაიჭრა.  დიდი ალბათობით, DPR ძალები აღჭურვილია მოძველებული იარაღითა და ჯავშანტექნიკით". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები