რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: სევეროდონეცკში მხოლოდ აზოტის ქიმიური ქარხნის ტერიტორიას ვაკონტროლებთ

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, ქალაქ სევეროდონეცკში უკრაინელი სამხედროები მხოლოდ აზოტის ქიმიური ქარხნის ტერიტორიას აკონტროლებენ.

როგორც, გაიდაიმ აღნიშნა, ვითარება დამძიმდა ლუგანსკის ფრონტის მთლიან ხაზზე, ბრძოლა კი უკვე ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარეობს.

"განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ლუგანსკის ფრონტის მთლიან ხაზზე. ვაცხადებთ, რომ ორკები იწყებენ სრულმასშტაბიან თავდასხმას ჩვენს ოლქზე, მათ საკმარისი რაოდენობის რეზერვები დააგროვეს და დღეს ყველა თავისუფალი დასახლებული პუნქტი ცეცხლის ქვეშ იმყოფება. სევეროდონეცკში ომმა უკვე ინდუსტრიულ ზონაში გადაინაცვლა, უკრაინელი სამხედროები მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას აკონტროლებენ". - წერს გაიდაი.

სევეროდონეცკში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტები საცხოვრებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად ანადგურებენ საკომუნიკაციო ქსელებსაც.

კომენტარები