რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს, თუმცა უკრაინელი სამხედროები იქ ბლოკირებულნი არ არიან.

"ყველა ხიდი განადგურებულია, მაგრამ სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. არის ქალაქთან კომუნიკაცია. რაშისტებმა სევეროდონეცკის სრულად აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. ოლქის ცენტრისკენ მიმავალი ყველა ხიდი დანგრეულია. ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შესაძლებელი არ არის. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა უკიდურესად რთულ პირობებში იმყოფება". - თქვა გაიდაიმ.

ამასთან, გაიდაიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელია, უკრაინის მცველებს დაჭრილების სამედიცინო დაწესებულებში გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ.

გადაიას თქმით, სევეროდონეცკიდან ოკუპანტების უსწრაფესად გაძევების შემთხვევაშიც კი ქალაქის კომუნიკაციების სისტემის აღდგენა ზამთრამდე ვერ მოხერხდება.

კომენტარები