ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ყელში გაქვთ გაჩხერილი. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამ ადამიანმა შეძლო ის, რომ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ტირანია, თქვენი სახით დაამარცხა და ამას ვერ პატიობთ. გინდათ, რომ ყველგან ამოიკითხოთ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. მის წინააღმდეგ ევროპის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ვერ ეღირსებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხთან ერთად არის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე, არის ევროპული სტანდარტების. და კიდევ ერთხელ, თქვენ გასაგონად ვიტყვით, რომ დიახ, საქართველო ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, კახა კალაძესთან , ჩვენს გუნდთან და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად მიიღებს სტატუსსაც და ევროკავშირის წევრობასაც და ამით მთელი ქვეყანა გაიხარებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თანამშრომლობისთვის, მოგიწოდებთ რომ ტონალობები დაწიოთ და ვიმუშაოთ იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. ნუ ხართ ჩასაფრებულის პოზიციიდან.
საქართველო-ევროკავშირი
ზარქუა: ივანიშვილი ქართველ ხალხთან ერთად არის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე
tbl.ge/61tz
დაკოპირდა

პარლამენტის სხდომაზე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
ამავე თემაზე
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას




