გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობისა და სირცხვილიას მიერ. თავიდან მეც მეგონა რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა, არაპარტიული სულისკვეთების, მაგრამ როდესაც ჩართვა ვნახე, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის ლობისტების, სხვადასხვა ადგილებიდან, მერე უკვე მივხვდი და მერე უკვე ბოლოში მოწოდება რაც იყო, ჩვენ არ გავჩერდებით და რევოლუციური მოწოდებები, ეს ეტყობა მაინც გამოეპარათ. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ მთელი დღის განმავლობაში გუშინ, მე რასაც ვაკვირდებოდი, იყო, ბუნებრივია, ერთსულოვნება, განსხვავებული ორიენტაციის მრწამსის ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი აქციაზე. მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ დიახ, გუშინ ნამდვილად იყო ბევრი ადამიანი აქციაზე, გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობა, რომლის სურვილიც არის, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად გავიდეთ... ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი და სულ ტყუილად ცდილობთ. ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ, როდესაც გარკვეული საქმეებით ფულს იშოვი ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილს ფული არ უშოვია საქართველოში, პირიქით, უცხო ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესინტერესები, იქ გაყიდა, ჩამოვიდა და ქვეყანას ახარჯავს.
tbl.ge/61ti
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია შინ ევროპისკენ გაიმართა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




