რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ღარიბაშვილი: ქართველები სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს – ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა. ერთ-ერთი მათგანი იყო VTB ბანკი. მთავრობამ ეროვნულმა ბანკთან ერთად ერთ კვირაში ვმართეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხი, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, ძალიან ბუნებრივი მიზეზი გამო, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია – საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები. ეს არის ჩვენი მოტივაცია. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს. ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი უწევს ოკუპაციას.

მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხი უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო, მეტი უსაფრთხოების გამოწვევა აქვს მას.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

კომენტარები