უსამართლოა [ევროკომისიის გადაწყვეტილება], მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს უკრაინისთვის სტატუსი მიენიჭებინათ იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. მოლდოვაც ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკური უსაფრთხოები წინ წამოწეულია. თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურების მხრივ თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭებოდა, რატომ?! იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალიან კონკრეტულად იმუშავა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ სამივე ერი ევროპული პერსპექტივის მქონე. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით.
საქართველო-ევროკავშირი
ღარიბაშვილი EU-ზე: უსამართლოა, მაგრამ გვესმის, უკრაინა ომშია, მოლდოვაც რთულ მდგომარეობაშია
tbl.ge/61t7
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.
ამავე თემაზე
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას




