საქართველო-ევროკავშირი

სარჯველაძე აქციაზე: საზოგადოების მსუყე ნაწილი პარტიული გეგმებით იყო მისული

[აქციაზე] სხვადასხვა მოტივაციით იყო ხალხი მისული, მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი სამოქალაქო ვალია, მისულიყო და ეს პოზიცია დაეფიქსირებინა - ბევრი ამბობდა ამას ღიად, რომ სადაც და რა ფორმითაც უნდა იყოს ეს სათქმელი, ყველგან მზად არის, დააფიქსიროს. მაგრამ, საუბედუროდ, ყველა ასეთი არ იყო ასეთი, იქ იყო ნაწილი, რომელიც ცდილობს, რა თქმა უნდა, საკუთარი ვიწროპარტიული მიზნით გამოიყენოს ეს, როგორც, მაგალითად, იყო მცდელობები - თუ დააკვირდებით რიტორიკას, რომელსაც გვთავაზობს, მაგალითად, სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება, ან ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. 

დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი იყო, საკმაოდ მსუყე იყო ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული და არა იმისთვის, რომ რეალურად, რაც გაცხადებული დევიზი იყო, იმისთვის სამსახური დაედასტურებინა. ნამდვილად იყო იქ მცდელობები, რომ ვიწროპარტიული მიზნებით ყოფილიყო რაღაც აქტივობები წამოწყებული.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პალიტრანიუსის ეთერში. დღეს, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია შინ ევროპისკენ გაიმართა. 

კომენტარები