საქართველო-ევროკავშირი

"გვჯერა ევროპული მომავლის, უკეთესი ალტერნატივა არ გვქონია" – აქტივისტები ევროსაბჭოს

ტაბულა

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე სამოქალაქო აქტივისტები ევროსაბჭოს წევრებს მიმართავენ. 

აქტივისტებმა წერილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე წაიკითხეს.  

"ევროსაბჭოს პატივცემულო წევრებო,

მაშინ, როცა უკვე უნდა გადაწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ, ქართველი ხალხის წარმომადგენლები შეგახსენებთ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ძველი ევროპული ერი, საუკუნების განმავლობაში ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ ჩვენი ევროპული ბედი და გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, რათა მიგვეღწია ამ საუკუნის ყველა თაობის ოცნებისთვის - გავერთიანებულიყავით ევროპულ ოჯახში. 

უკანასკნელი სამი დეკადის განმავლობაში, ჩვენ გვჯეროდა ევროპის ყველაზე მეტად, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ და ჩვენი ევროპული არჩევნისთვის საფასური გადავიხადეთ - ჩვენ გვჯეროდა თქვენი ყველაზე მეტად, მაშინ, როდესაც თქვენი უწყვეტი დახმარებით შევძელით, დაგვეწყო ჩვენი ერის აღდგენა. 

ჩვენ გვჯერა ევროპული მომავლის, ჩვენ უკეთესი ალტერნატივა არასოდეს გვქონია. 

ახლა, როდესაც ჩვენს ევროპულ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის დრო ახლოვდება, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ დაგვიჯერებთ ჩვენ ყველაზე მეტად და მიანიჭებთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მეგობარ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად". - მიმართავენ აქტიცისტები დასავლელ პარტნიორებს. 

კომენტარები