მინდა, მივმართო ხელისუფლებას და შევაფასო დადებითად ის განცხადება, რაც დღეს გაკეთდა პრემიერის სახით. ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენ გვინდა და, მე მგონი, ესეც სწორად იქნება შეფასებული. იგივეს ვერ ვიტყვი ზოგი პარტიული განცხადების შესახებ, რაც გაკეთდა წინა დღეებში და რომელიც არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს.
tbl.ge/61sg
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს კარი გაუღო. მისივე სიტყვებით, რეკომენდაციების დამტკიცების შემდეგ ბრიუსელთან მუშაობას დაიწყებენ. ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს ავანსად აძლევენ - "წამახალისებელი ავანსია", და, მისივე თქმით, "ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის და არც მოლდოვის".
ამავე თემაზე
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი




